X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ატენის ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები

10 დეკემბერი 2025

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთანშიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან, გორის მერ კონსტანტინე ბუზალაძესთან და გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიასთან ერთად ატენის ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

ატენის სიონის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პირველი ეტაპი 2020 წელს დასრულდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა, რომლის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, საზოგადოებრივი საპირფარეშოები და ავტოსადგომი

2024 წელს დაიწყო ატენის ხეობის განახლების ახალი ეტაპი. ამ დროისათვის: დასრულებულია სოფლიდან ეკლესიამდე შემოვლითი ბილიკის,  კაფეს, ფანჩატურის, საზოგადოებრივი საპირფარეშოს, საეკლესიო მაღაზიისა და ეკლესიასთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის საფარის განახლების სამუშაოები; დასრულების ეტაპზეა საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, ეკლესიასთან მისასვლელი ბილიკის მოწყობის, ტერასების საკონსერვაციო, ტერიტორიის გარე განათებისა და ღობის ლა და ჭიშკრების მოწყობის სამუშაოები. მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაც.

პროექტის მიზანია ატენის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისა და ტურისტული მარშრუტების სრული განახლება, უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობისა და ვიზიტორების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

მინისტრმა ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურული საჭიროებები განიხილა და მიმდინარე სამუშაოების პროგრესს გაეცნო,  პროექტის დროული და ხარისხიანი შესრულების მიზნით.